სესხის განულების შემდეგ პირი „შავ სიაში“ ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, თუმცა ახალი სესხის აღება, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სესხის განულების შემდეგ პირი კრედიტ ინფოს „შავ სიაში“ ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, თუმცა შეძლებს თუ არა ის ახალი სესხის აღებას, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

„ახალი სესხის აღება დამოკიდებული იქნება ამ პირის და კრედიტის გამცემის ახალ შეთანხმებაზე იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც შემოღებულია პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სისტების შემოღებით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაშა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ე.წ. შავ სიაში მოქალაქეების განმეორებით მოხვედრის თავიდან აცილებას ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს.

„ახალი რეგულაციები, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლიანი დაკრეტიტების შემოღებას უკვე ძალაშია და რეგულირდება კანონით და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ხუციშვილმა დააკონკრეტა ისიც, რომ კონკრეტული პირისთვის ხდება ყველა სესხის ჩამოწერა, რომლის ძირიც 2000 ლარს არ აღემატება, განურჩევლად სესხის რაოდენობისა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში.

„სესხის ჩამოწერა ეხება ინდივიდუალურ სესხს მიუხედავად მათი რაოდენობისა, რომლის ნარჩენი ძირითადი თანხა არის 2000 ლარამდე, მიუხედავად მასზე დარიცხრული პროცენტების და ჯარიმების ოდენობისა“, - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს