ლევან ნატროშვილი ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე - ჩვენი წყაროებიდან ვცდილობდით გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია

ჩვენი წყაროებიდან ვცდილობდით გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან როგორც წყარომ გვითხრა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ამ პროცესში ჩართული, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი განცხადება ემსახურებოდა ერთგვარ პრევენციასაც, რომ თუ ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენება იგეგმება არჩევნებში, ეს დანაშაული აღიკვეთოს.

„უნდა ავხსნათ, თუ რატომ ვთქვით ამ ინფორმაციის შესახებ: მოდის შენთვის სანდო ადამიანი და ხარ დილემის წინაშე, თქვა თუ არა ეს. ჩვენი წყაროებიდან ვცდილობდით გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებას, მაგრამ როგორც წყარომ გვითხრა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვთქვით, რომ წყარო ამ ადამიანებს ადებს ხელს და ამბობს, რომ სოსო გიორგიძე და ბეჟან გოგუაძე არიან ორგანიზატორები. ჩვენ ვცდილობდით, რომ არ გვეთქვა ამ ინფორმაციის შესახებ, მაგრამ ვინაიდან საუბარი არის საკმაოდ სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულზე და პრობლემაზე, ვფიქრობთ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. წყაროს ვერ დავასახელებთ, მაგრამ კონკრეტული სახელები და გვარები მითითებული გვაქვს. უნდა დაკითხონ კონკრეტული ადამიანები და უნდა გამოიძიონ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ცალსახად ასეა ეს ფაქტი, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის სანდო წყარო ამაზე საუბრობს. წყაროს, რომელზეც ვსაუბრობთ, არ აქვს არანაირი პოლიტიკური მიზანი. მას არ უნდა ჰქონდეს წესით ის მიზნებიც, რომ ვინმეს ცილი დასწამოს. ყველა კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა გამოძიების დაწყება. ეს განცხადება ემსახურება პრევენციასაც, რომ თუ მართლა ასეთი რამ ხდება, ამ შემთხვევაში ეს განცხადება შესაძლოა იყოს ისეთი წონადი, რომ ადამიანებს შეეშინდეთ, ჩაეფუშოთ ეს გეგმები და ესეც იყო ჩვენი მიზანი“, - განაცხადა ნატროშვილმა.

მისივე თქმით, თუ გამოძიება მართლაც ობიექტურად ჩატარდება და დარწმუნდება საზოგადოება, რომ არ ყოფილა გაყალბების ფაქტი, ბოდიშის მოხდა მათთვის არ არის პრობლემა. „ბოდიშის მოხდა ჩვენთვის არ არის პრობლემა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ სოსო გიორგაძე ამას აკეთებს ნამდვილად. წყარომ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია. თუ გამოძიება მართლაც ობიექტურად ჩატარდება და დარწმუნდება საზოგადოება, რომ არ ყოფილა გაყალბების ფაქტი, ბოდიშის მოხდა არ არის ჩვენთვის პრობლემა. თუმცა, ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი, რადგან საუბარია საკმაოდ პრობლემურ საკითხზე“, - განაცხადა ნატროშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა