Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველოში წარმოდგენილი პარაგრაფის ბრენდის სამივე სასტუმრო Marriott International-ის მიერ ჩატარებული სტუმართა კმაყოფილების 2025 წლის კვლევის (Guest Satisfaction Survey - GSS) თანახმად EMEA-ს რეგიონში საუკეთესო ათეულში მოხვდა.

შედეგების მიხედვით, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ანალოგიური ბრენდის სასტუმროებს შორის Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-მა მე-2 ადგილი, Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Tbilisi- მე-6 ადგილი, ხოლო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection - მე-8 ადგილი დაიკავა.

სასტუმროები დამსვენებლებს სტუმართმასპინძლობის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს: თბილისის შუაგულში მდებარე, მაღალი კლასის სასტუმრო, ბუნებრივ ლანდშაფტში ინტეგრირებული გოლფისა და ველნეს ცენტრის გამოცდილება და შავი ზღვის სანაპიროზე განთავსებული მრავალფუნქციური კურორტი. განსხვავებული ფორმატისა და მდებარეობის გათვალისწინებით, სამივე სასტუმრომ საკუთარ ბრენდულ სეგმენტში მაღალი შედეგები აჩვენა.

სტუმართა კმაყოფილების კვლევა Marriott International-ის მიერ დამოუკიდებლად ტარდება და სრულიად ანონიმურია. სასტუმროებს არ აქვთ გავლენა სტუმრების შეფასებაზე თუ საბოლოო შედეგებზე, რაც უზრუნველყოფს ობიექტურობას და გამჭვირვალობას. კვლევის შედეგები აისახება რეკომენდაციის გაწევის ინდექსში (ITR), რომელიც წარმოადგენს ძირითადი შესრულების ინდიკატორს სტუმრების ლოიალურობის შესაფასებლად, ტენდენციების მონიტორინგისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით. რეიტინგი განისაზღვრება მხოლოდ ერთი და იმავე ბრენდის კატეგორიაში, რაც უზრუნველყოფს თითოეული სასტუმროს შედარებას EMEA-ს რეგიონის იმავე კატეგორიის ობიექტებთან.

ბოლო წლებში სასტუმრო ინდუსტრიაში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო როგორც ბრენდების პორტფელების გაფართოებამ, ისე სტუმართა მოლოდინების ზრდამ. შედეგად, მაღალი კმაყოფილების მიღწევა და საუკეთესო ათეულში მოხვედრა სულ უფრო რთული ხდება. ამის გათვალისწინებით, პარაგრაფის სამივე სასტუმროს რეგიონის წამყვან შემსრუბლებს შორის მოხვედრა, მომსახურების მაღალი სტანდარებით მიწოდებას უსვამს ხაზს.

პარაგრაფ შეკვეთილში სტუმართა მიერ შევსებული კითხვარების რაოდენობა სამჯერ აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, რაც მიუთითებს სტაბილურად მაღალ დატვირთვასა და სტუმრების აქტიურ ჩართულობაზე. გამოხმაურებების დიდი რაოდენობის მიუხედავად, რაც, როგორც წესი, ართულებს რეიტინგის სათავეში მოხვედრას, კურორტმა შეინარჩუნა ადგილი EMEA-ს საუკეთესო ათეულში. სასტუმროზე მოთხოვნა მაღალია მთელი წლის განმავლობაში.

Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection - როგორც ბრენდის უახლესი წევრი უკვე მყარი პოზიციით მუშაობს ბაზარზე და სტუმრების კმაყოფილებისა და მომსახურების ხარისხის მხრივ პერსპექტიულ შედეგებს აჩვენებს.

მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Paragraph Hospitality-ის მუდმივ ყურადღებას სტუმართა გამოცდილებისადმი და შესაძლებლობას, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები მზარდ საერთაშორისო კონკურენტულ გარემოში.

(R)

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი