ბიძინა ივანიშვილი - არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია

არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა საზოგადოების განწყობა, თუმცა ოპონენტებმაც ბევრი გააკეთეს ამ შედეგისთვის. „არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, ნაწყენია, თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს. ის, რომ პრობლემები იყო, ჩანდა. მე პირველსავე ინტერვიუში ვთქვი ეს ყველაფერი და მაშინ მთავრობის მეთაურმა დატოვა პოსტი. ჩანდა პრობლემები, გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო შესუსტებული, პარლამენტს და მთავრობას შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი, გუნდის წევრების ჩართულობა იყო ძალიან დაბალი. ეს ხდებოდა რეგიონებშიც. პირველი ტურის შემდგომ მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, ურთიერთობის სისუსტის. ნაცვლად იმისა, რომ ის პრობლემები, რომელიც უხვად აქვს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს და დაეხმარონ ერთმანეთს ხალხისთვის გაჭირვების შემსუბუქებაში, ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა, ხელისუფლებას მაქსიმალური მგრძნობელობა უნდა ჰქონდეს, რომ პრობლემების მოგვარება არის მისი პასუხისმგებლობა. აქ იყო პრობლემები. მე დავინახე და შეიძლება ცოტაც დავაგვიანე. ხალხი არის აშკარად განაწყენებული. აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის, ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს გრძნობს, თვითდაჯერებულობა ემატება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია" - ივანიშვილი არჩევნებში წაგებასა და გუნდის პრობლემებზე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია