ფინანსთა მინისტრი - 20 წელია ფონდი „ქართუს“ მიერ არაერთი პროექტი დაფინანსდა და გინდათ თქვათ, რომ 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს?

20 წელია ფონდი „ქართუს“ მიერ არაერთი პროექტი დაფინანსდა და გინდათ თქვათ, რომ 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს? - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა მთავრობის მიერ ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარება, ამომრჩევლის მოსყიდვა.

„თუ წლების და განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ამ პრობლემაზე საუბარი, თუ წინასწარ იყო გაცხადებული, რომ შემოდგომით ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუ კერძო ფონდმა გამოიჩინა ინიციატივა და კეთილი ნება, შეუთანხმდა ასევე კერძო მოთამაშეებს და ითქვა, რომ არჩევნების, 15 დეკემბრის მერე მოხდებოდა ტრანზაქცია ეს არის მოსყიდვა და ის, რომ ბიუჯეტის ფულით პირდები 400-ლარიან პენსიას, რაც ამავდროულად, არის ტყუილი დაპირება, რაც დაანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას, რა ქვია ამას? ეს არ არის მოსყიდვა?“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ეძებდა გადაჭრის გზებს.

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც მას ევალება მოსახლეობის წინაშე და მან ეს შეძლო. გააკეთა არა ბიუჯეტის, არა ხალხის ფულის ხარჯზე, არამედ ამ საქმეში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით და კეთილი ნებით. მოდით, მაშინ ასე ვთქვათ... ბოლო 20 წელია არაერთი პროექტი დაფინანსდა ამ ფონდის მიერ, დაწყებული სპორტიდან დამთავრებული კულტურით. ფონდი ეხმარებოდა მწერლებს, მსახიობებს, ბავშვებს... მაშინ გამოდის სულ მოსყიდვაა? 20-წლიანი მოსყიდვის სერია გვაქვს? 3 მილიარდი არ უნდა დახარჯულიყო? არჩევნების მიუხედავად, მანამდეც და მერეც, ეს ფონდი ყველას ეხმარებოდა. ხომ იცით სია? ანუ მოსყიდვის 20 წელი იყო? ამაზე ლაპარაკობთ? არ უნდა დაეფინანსებინა? ამაზე დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ამ ფონდს და ბევრად მასშტაბური პროექტები აქვს დაფინანსებული, მათ შორის თანხის მოცულობითაც. შესაბამისად, არ მესმის რაზე საუბრობთ. ამიტომ მიუხედავად იმისა, არჩევნები მოდის თუ ახალი გასულია, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც ევალება და არ უნდა ეშინოდეს კრიტიკის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო