ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალბატონი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

„გამთენიისას გარდაიცვალა 66 წლის ქალბატონი, აღენიშნებოდა სხეულის 85% დამწვრობა, სასუნთქი გზების დაზიანება. სამწუხაროდ, ეს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ასევე კრიტიკულია“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი დაშავებული გუშინ გარდაიცვალა.

ხობში, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. აქედან 5 თბილისში გადმოიყვანეს. ორი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ხობში აფეთქებისას დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა