შსს-მ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ მონაწილე რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. აღნიშნული პირები რუსეთის იმ დელეგაციის წევრები არიან, რომლებსაც კინემატოგრაფიულ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.

„2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით, მოსკოვი-თბილისი ჩამოფრინდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. რეისის 3 მგზავრს უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე. სამივე მოქალაქე უკან იმავე რეისით გააბრუნეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

იხილეთ ვიდეო: რა გახდა მიზეზი, რის გამოც ფესტივალში "პაემანი რუსეთთან" მონაწილე რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია