სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ევროკავშირმა მიიღოს დიდი დატვირთვა, მოვთხოვოთ მათ, რომ გააძლიერონ სადამკვირვებლო მისიები

დღევანდელი ტექნოლოგიებით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ევროკავშირმა მიიღოს დიდი დატვირთვა. მოვთხოვოთ მათ, რომ გააძლიერონ სადამკვირვებლო მისიები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ტექნოპარკში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და ყოფილი ხელისუფლებაც გააკრიტიკა.

„საოკუპაციო ხაზი, სადაც დღესაა, ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების. დიდი შეცდომა იყო, როდესაც სააკაშვილმა, რომელსაც დღეს აღარ ახსოვს ვინ არის სანაკოევი, შექმნა და ჩაატარა იმ ტერიტორიაზე არჩევნები. არჩევნების ჩატარებით პრაქტიკულად აღიარა „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი საზღვრები. ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის ეს იყო ცხინვალის რეგიონი და არა „სამხრეთ ოსეთი“. ომის შემდეგ რუსეთმა ეს საზღვრები გამოიყენა საკუთარი ნაბიჯების გასამართლებლად. ეს საზღვრები ზემოქმედებს ფსიქოლოგიაზე და სახელმწიფოზე. პრობლემაა ადამიანების გატაცება, ესეც არის წნეხი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყოვედღიური პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა ველაპარაკოთ პარტნიორებს და მათი ჩართულობა უნდა ვთხოვოთ. დღევანდელი ტექნოლოგიებით ევროკავშირის მისიამ შესაძლოა დიდი დატვირთვა მიიღოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა