გიორგი გახარია - ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის  უშიშროების საბჭო, რომელიც  დაქვემდებარებული იქნება პრემიერ-მინისტრზე

ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის, რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც იქნება დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა პრეზიდენტის წუხილს იმის შესახებ, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა.

„არანაირი საბაბი არ აქვს ამ წუხილის. რა ვალდებულებებიც იყო, რომ თუ არ ვცდები 1 დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა ყოფილიყო პარლამენტში, ასეც იქნება. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის, რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც იქნება დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრზე“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. პრეზიდენტმა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი დღეს მოაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა