ქეთევან ციხელაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა, რომელშიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს ხვდებიან.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს აპარატის საქმიანობა და მისი კომპეტენცია გააცნო, მიმოიხილა კონფლიქტებთან დაკავშირებული სიტუაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა მხარეებმა იმსჯელეს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაზე; მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ინიციატივების პაკეტის განხორციელების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

დელეგაციის წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ საქართველოს სამშვიდობო ხედვასა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზების თაობაზე, რაზეც სახელმწიფო მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრაზე საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესიც განიხილეს.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატება უსურვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა