არჩევნების პირველ ტურზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჯამში 14 მილიონ ლარამდე დახარჯეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ გაწეულმა ხარჯმა ჯამში 13 839 319 ლარი შეადგინა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე მეტი ხარჯი - 6 351 949 ლარი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გასწია, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 1 133 536 ლარის ხარჯი უფიქსირდება, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ – 1 026 784 ლარი დახარჯა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში სულ 5 235 606 ლარი დახარჯა, სამივლინებო ხარჯში - 25 250 ლარი, ხოლო „ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 633 245 დახარჯა, რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, აღნიშნულმა პარტიამ მივლინებაში ჯამში 1 005 ლარი დახარჯა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 1-ელი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში „ევროპულმა საქართველომ“ რეკლამაში სულ 753 647 ლარი დახარჯა, ხოლო მივლინებებში - 1 920 ლარი. პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს რეკლამაში სულ 277 110 ლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მოიცავს საბიუჯეტო დაფინანსებასა და შემოწირულებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა