ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, სხვა ადგილზე დაიდგას

თბილისის მერიამ ნაძვის ხის განთავსების ადგილი შესაძლოა, შეცვალოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საახალწლოდ ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, ევროპის ან რესპუბლიკის მოედანზე დაიდგას.

თბილისის მერიაში ნაძვის ხის განთავსების ადგილის შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ, თუმცა განმარტავენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ორი კვირის წინ, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვა, რასაც მათი და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ნაძვის ხის სხვა ადგილზე შესაძლო განთავსების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უნდა უკავშირდებოდეს.

იხილეთ ვიდეო: ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, სხვა ადგილზე დაიდგას

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა