დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სერგეენკო ტყვიავის ამბულატორიაში სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო და მედპერსონალს გაესაუბრა.

მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისწავდომობისთვის მსგავსი ტიპის აქციების მნიშვნელობა გამოჰყო.

„გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შედგა. მათ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების შეფასება და დაგეგმილი სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მოგვიანებით კი, აუდიტორიის მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილი ექიმი-ნევროპათოლოგი გურამ მაჩაიძე მედლით დააჯილდოვა.

რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა პერმანენტულად, მიმდინარე პროექტების შეფასებისა და ახალი გეგმების დასახვაში ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფისთვის იმართება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა