დავით ჭიჭინაძე - სესხების განულების პროგრამა არის არა სამთავრობო ინიციატივა, არამედ ორ სუბიექტს შორის გადაწყვეტილება

სესხების განულების პროგრამა არის არა სამთავრობო ინიციატივა, არამედ ორ სუბიექტს შორის გადაწყვეტილება - აქ მთავრობა მხოლოდ შუამავალი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე ჯერ კიდევ ივნისის თვეში, გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე იყო საუბარი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები მისი გადასახდელი იქნებოდა“.

“როდესაც გიორგი კვირიკაშვილს, ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ის ცნობილი “გარკვევა“ იყო, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას ამათი შეცდომების დაფარვა მოუწევდა. ეს იყო ივნისში. მაშინ არჩევნები არ იყო და ის, რომ ხალხისათვის ჭარბვალიანობის შემცირების ხელშეწყობა მომხდარიყო, ეს პროგრამა მაშინ იწერებოდა“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს