სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

აღნიშნული განჩინება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

"ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა კობაურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ვერ მოვისმინე ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი არგუმენტები, ეს იყო ზოგადი განაცხადი", - აღნიშნა მოსამართლემ.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღად 2018 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი გამოაცხადა. შერჩევა გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა: კობაურის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს