ანონსი  23 ნოემბერი

23 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

23 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფოტორეპორტიორების, გია აბდალაძისა და ნათია გედენიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ფოტოგრაფების საქმე და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

23 ნოემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარის გრიგოლ გაგნიძის, „პროფესიული განათლების და პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარის დენის დავითაშვილისა და „დაიცავი შენი უფლების“ თავმჯდომარის ლაშა გოლუბიანის პრესკონფერნცია გაიმართება. თემა: ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

23 ნოემბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან ხელს მოაწერს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ა. მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი (ვაკის პოლიციასთან)

23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობის 14 წლისთავის აღსანიშნავად, მისი მკვლელობის ადგილზე, დიდუბის ეკლესიასთან გაიხსნება მემორიალური დაფა, რომელიც „9-წლიანი რეჟიმის მიერ დახვრეტილი ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნება“.

23 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში ბრიფინგს გამართავს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 6.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა