საგარეჯოში, გურამიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ საგარეჯოში, გურამიშვილის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ ადგილზე მოინახულეს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათ მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 227 650 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 815 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. მოასფალტების სამუშაოებს შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს