ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ექიმების ცნობით, მამაკაცს ბარძაყის არეში, მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება.

არსებული ონფორმაციით, დაჭრილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. შს სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "დაჭრის ფაქტი დასტურდება. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გეტყვით", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: ბარძაყის არეში მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები - ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს