ირმა ინაშვილი - მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად აფხაზეთში ჩავიდე

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყნის გაერთიანება დიალოგის გზით უნდა მოხდეს. როგორც ირმა ინაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აფხაზეთში ვიზიტისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის, დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებს და ცხინვალის წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის საქმე, რაც თავის დროზე დააზიანა სააკაშვილმა. მე ვგულისხმობ ქართული მიწების მოწინააღმდეგისთვის ჩაბარებას. ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის გაერთიანება, პირდაპირი დიალოგის გარეშე არ გამოვა. სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან და გავაგრძელებთ ამ საუბარს არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელში, სტრასბურგში, თვითონ სოხუმშიც. მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად აფხაზეთში ჩავიდე",- აცხადებს ირმა ინაშვილი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს