ნიკოლა სარკოზი - ყოველთვის ვიყავი ვლადიმერ პუტინის მეგობარი

მე ყოველთვის ვიყავი ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ვინაიდან მასთან, მიუხედავად უთანხმოებებისა, საუბარი შეიძლება, - ამის შესახებ რუსეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა.

„თქვენ, რუსებმა არც კი იცით თუ რა დონეზე შეიცვალა თქვენი პრესტიჟი და იმიჯი საერთაშორისო დონეზე. რუსეთი კვლავ გახდა ძლევამოსილი ზესახელმწიფო. რუსეთმა იცის თავისი ადგილი საერთაშორისო არენაზე და რუსეთმა იცის თავისი ბედი. ბოლოს მსურს განვაცხადო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ვინაიდან ეს ადამიანია, რომელთანაც საუბარი შეიძლება მიუხედავად უთანხმოებებისა“, - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. 2012 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დაპირისპირებაში დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო: ნიკოლა სარკოზი: მე ყოველთვის ვლადიმერ პუტინის მეგობარი ვიყავი

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს