დავით სერგეენკო ფოთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ფოთში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა. იგი ქალაქის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ შენობაში შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და შეკრებილებს დაგეგმილი სიახლეები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟმში გაგრძელდა.

„ეს შეხვედრა მართალია შედგა სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალ შენობაში, სადაც თანამედროვე პირობებია შექმნილი, თუმცა რეალურად ეს იყო შეხვედრა ფოთის ყველა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან. ერთმანეთს სიახლეები გავუზიარეთ, მოხდა ხედვების შეჯერება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ახალი, ინოვაციური ხედვის დანახვა შეიძლება კოლეგებთან, სწორედ ასეთი კოლეგიალური ურთიერთობის დროს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. „ჩემი მოვალეობაა მსგავს კომუნიკაციაში მონაწილეობა. შეიძლება ხშირად ვერ შევძლო ამის გაკეთება, მაგრამ რაღაც ფორმატი მოვიფიქროთ, სადაც შეგვეძლება ასე დავსხდეთ და ღიად ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე. დიდ ნაწილზე დარწმუნებული ვარ იქვე შევჯერდებით, დანარჩენს კი სტრუქტურირებას გავუკეთებთ და ვეცდებით გამოვასწოროთ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე