თბილისში რეაბილიტირებული მედიცინის მუზეუმი გაიხსნა

თბილისში რეაბილიტირებული მედიცინის მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მუზეუმის დირექტორი რამაზ შენგელია გაუძღვნენ.

ლევან ხარატიშვილის თქმით, მუზეუმი მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის საინტერესო იქნება. “30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუზეუმის ფინანსური ხელშეწყობით ხდება უკვე რეაბილიტირებული მედიცინის ისტორიის მუზეუმის გახსნა, რომელიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მუზეუმი, რადგან ეს არის სივრცე, სადაც განათლება, მეცნიერება და კულტურა ერთმანეთს ხვდება. დარწმუნებულები ვართ, რომ თვითონ მუზეუმის განსაკუთრებული ისტორიიდან გამომდინარე ეს არის კავკასიის რეგიონში ერთადერთი ამ პროფილის მქონე მუზეუმი და ის ძალიან ბევრი მეცნიერისთვის, მკვლევარისთვის და ახალგაზრდისთვის მიზიდულობის წერტილს შექმნის. ჩვენ რა თქმა უნდა, გვეამაყება, რომ მუზეუმის გახსნა სწორედ იმ წელს ემთხვევა, როდესაც ევროპა კულტურული მემკვიდრეობის წელს აღნიშნავს”,- განაცხადა ხარატიშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მხარდაჭერით, მედიცინის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო. მათივე თქმით, 2014-2018 წლებში, სამინისტროს მიერ რამდენიმე მიმართულების პროექტი დაფინანსდა. ამასთან, მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 625 607 ლარი გამოიყო - განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, აღდგა ეზოც. უწყების ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციის საქმეში წვლილი შეიტანა თბილისის მერიამაც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია