მედეა მარგოშვილი - ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და სოლიდარულია მოკლულთა ოჯახის წევრების მიმართ, ის პარლამენტის წინაც გააპროტესტებდა უსამართლობას

ირმა ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იმყოფებოდი, ვითომ ჩემს ტკივილის იზიარებდი, ყოჩაღ შენს ქალობას, შენს დედობას. შენ თუ ნამდვილი დედა ხარ, ჩემს გვერდით იქნებოდი, - ასე მიმართა გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედეა მარგოშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს, რომლის ორგანიზებითაც თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება.

მისი თქმით, ყველა, ვინც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და სოლიდარულია მოკლული ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ, ის პარლამენტის წინაც გააპროტესტებდა უსამართლობას. მედეა მარგოშვილის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლებამ მის შვილს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოცნება წაართვა, ამიტომ ხელისუფლება უნდა გადადგეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ აქციების შეწყვეტას, სანამ როგორც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში მონაწილე პირები, ისე პანკისის სპეცოპერაციის დამგეგმავები არ დაისჯებიან. სარალიძის განცხადებით, მკვლელია ის, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და მკვლელია ხელისუფლებაც, რომელიც დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ჩვენ აქ ვიქნებით, მანამ ჩვენი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან. ეს ხელისუფლება არის მკვლელების ხელისუფლება. ვინაიდან მკვლელია, როგორც ჩემი შვილის და თემილან მაჩალიკაშვილი მკვლელობაში მონაწილეები, ასევე მკვლელები არიან ის ადამიანებიც ხელისუფლებიც წარმომადგენლები, რომლებიც მათ დასჯას არ ცდილობენ და პირიქით ხელს აფარებენ მათ, ჩვენ არსად დაშლას არ ვაპირებთ ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე სანამ ჩვენი შვილების მკვლელები არ დაისჯებიან“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირმა ინაშვილო, ყოჩაღ შენს ქალობას, შენს დედობას, შენ თუ ნამდვილი დედა ხარ, ჩემს გვერდით იქნებოდი - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი