თავისუფლების მოედანზე აქცია - „არა ნაციზმს“ დასრულდა

თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია „არა ნაციზმს“ დასრულდა.აქცია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, სადაც სიტყვით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი გამოდიოდნენ.

ასევე, აქციაზე სიტყვით სულხან მოლაშვილის მამა, ბუტა რობაქიძის დედა და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები გამოვიდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მხარი უნდა დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და უარი უთხრან „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელ საპროტესტო გამოსვლაზე დაახლოებით 98.000 -მდე ადამიანი მივიდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს