ანონსი  26 ნოემბერი

26 ნოემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „ROOMS“ -ში თბილისის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 2018 გაიხსნება. ღონისძიება „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ (GISS) ორგანიზებით შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საკონტაქტო პირი: მარიამ პაპოშვილი 599 72 63 88

26 ნოემბერს, 11:00 საათზე, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნლისტები „2020NEWS“-ის პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის.: პეკინის 34, საბურთალოს „ბიზნესცენტრი“, მე-3 სართული

საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49

26 ნოემბერს, 11:00 საათზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საკონფერენციო დარბაზში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის" შესრულების შეფასების ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების 2018 წლის მაჩვენებლებს.

მის.: ზანდუკელის ქ. #16

26 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავის სამომავლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს. ღონისძიებას გახსნის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ დავით ზალკალიანი და თამარ ჩუგოშვილი.

მის.: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო პირები: მადონა ნოზაძე - 599 557978; სოფო ჭიჭინაძე -599 196907; თამარ მიქაძე 2943763

26 ნოემბერს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებთან.

თემა: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.

მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N638

26 ნოემბერს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: “ქართული მარშის” შეკრება მთელი საქართველოს მასშტაბით და გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

26 ნოემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სანდრო გირგვლიანის ბიძის, გოგი ენუქიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია; საგანგებო შტაბის მუშაობა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ირაკლი კიკნაველიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: სარჩელი „იმედის“ წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. მის.: გულიას ქ. #1

საკონტაქტო პირები: დავით გოგისვანიძე - 599 72 92 74; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 ნოემბერს, 11:30 საათზე, ვეტერანი ფეხბურთელები: ლევან ნოდია, გია თევზაძე და გიორგი ჭილაია ფეხბურთელების სახელით "მედიაცენტრ მთავარში" პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

26 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: Gallup International-ისა და Edison Research-ის კვლევის შედეგები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე; ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 ნოემბერს, 11.30 საათზე, ორთაჭალაში, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: უკრაინაში შესაძლო საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

მის : გულიას #1

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 ნოემბერს, 13:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭრით კასპის რაიონის სოფელ მეტეხში აგურის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარება საფუძველი.

26 ნოემბერს, 14:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის გასნას დაესწრება.

მის.: მარშალ გელოვანის #6 (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია)

26 ნოემბერს, 15:00 საათზე, სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაეშვება. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი მიშა ფეიქრიშვილი - 599450565

26 ნოემბერს, 17.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

26 ნოემბერს, 18:00 საათზე, პროექტ “StartUP Beats”-ის სტუმარი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნება.

მის: ტექნოპარკი საქართველო; ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა

26 ნოემბერს, 18.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან.

26 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართება პროკავშირების ლიდერებისა და ირაკლი პეტრიაშვილის შეხვედრა ქვემო ქართლში დასაქმებულებთან და პროფკავშირების წევრებთან.

26 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ფერი ფელდბრუგის საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ისტორიულ პერსპექტივაში“ გაიმართება, რომელსაც თსუ-ის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, #107 აუდიტორია.

26 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლდანის პარკსა და სამგორში, მედიათეკის მიმდებარე პარკში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები გაიმართება.

26 ნოემბერს, 19:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

მის: სობჩაკის 3

საკონტაქტო პირი: 591 94 95 45 ლელა გიორგაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა