დიმიტრი ცქიტიშვილი Edison research-ის  კვლევაზე - ასეთი კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ მაქვს, რადგან სოციოლოგია ზუსტი მეცნიერება არ არის

ასეთი კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ მაქვს, იმიტომ, რომ სოციოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა edison research-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პირველი ტურის წინასაარჩევნო კვლევები სიზუსტით არ გამოირჩეოდა და დასძინა, რომ უზუსტობაში ეგზიტპოლის შედეგებს არ თვლის.

„ასეთი კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ მაქვს, იმიტომ, რომ სოციოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება. მითუმეტეს, გარკვეული ტენდენციურობა გამოიკვეთა პირველი ტურის განმავლობაში. წინასაარჩევნო კვლევები არც განსაკუთრებული სიზუსტით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით ეგზიტპოლს. ამიტომაც ზოგადად, სოციოლოგიური კვლევა უფრო ანალიტიკოსებს დავუტოვოთ,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა Edison research-ის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 52%-იანი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი – 48% უჭერს მხარს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს