ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები

„ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების ტენდენცია ასეთია.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ტენდენცია რომ ძალიან პოზიტიურია, ადასტურებს „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც.

„ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია