ცესკო - ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 000-ით არის გაზრდილი

ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 000-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაზრდილ ამომრჩევლელთა რაოდენობაზე დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. გარდა ამისა, აქ შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის", - განმარტა ანა მიქელაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: რამდენით არის გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა - ცესკო-ს განცხადება

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს