რამაზ საყვარელიძე - არჩევნების მეორე დღე არც ისე მშვიდი იქნება, მაგრამ არც ისე კატასტროფა

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციაზე ხალხს ვერ გამოიყვანს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„როგორც წესი, ჩვენთან არჩევნების მეორე დღეს უფრო დიდი მოლოდინით უცდიან, ვიდრე თვითონ არჩევნების დღეს. ბოლო ხანებში დადებითი ტრადიცია დამყარდა, რომ არჩევნების დღეს არაფერი ხდება, მაგრამ მეორე დღე დაზღვეული არ არის ხოლმე. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც მეორე დღე მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არჩევნების დღესაც შეიძლება მცირე ინციდენტები იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია ის, რომ მინიმუმ ეჭვი შეეპაროს მოსახლეობას და დასავლელ პარტნიორებს იმაში, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. მათ მიერ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის გამოყვანა, სავარაუდოდ, ვერ მოხდება, ვინაიდან მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა გამოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. მაგრამ მცირე ინციდენტები ალბათ, იქნება, რომ შემდეგ უცხოელებთან იყვირონ, რომ, აი, კონფლიქტები იყო და ძალადობას ჰქონდა ადგილი. მგონია, რომ 29 ნოემბერი არც ისე მშვიდი დღე იქნება, მაგრამ არ ისე კატასტროფა, როგორც ზოგჯერ მიაჩნიათ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა