სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან

სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველები პირველად სამედიცინო დახმარებაში გადამზადდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის 84 მაშველი ინტენსიურ მომზადებას სეზონის დაწყებამდე გადის. გადამზადების შემდეგ, მაშველები გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განაწილდებიან, სადაც საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.

სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მთების კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად გაეცნო.

სამთო მაშველების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადების პროექტი პერმანენტული ხასიათისაა და საკურორტო ზონების უსაფრთხოების ზრდას ემსახურება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე