მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტისთვის დაჯილდოვდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ТHE NEW YORK TIMES - ის ყოველწლიური გამოცემის Turning Points-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისის ბანკიდან“ აცნობეს, „ადამიანები რომლებიც ცვლიან გარემოს“ - ასე ეწოდება ნომინაციას და ჯილდოს, რომელიც მამუკა ხაზარაძეს “საუკუნის სახელების" დაჯილდოების ნაწილში, საუკუნის პროექტის - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გადაეცა.

ТHE NEW YORK TIMES-ის ყოველწლიური გამოცემის TURNING POINTS - ის პირველი ლიცენზირებული გამოცემის წარდგენა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა.

Turning Points - ს, რომელსაც წლის მაპროგნოზირებელ გამოცემასაც უწოდებენ, წელს მსოფლიოს 26 ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა. ჟურნალი “Turning Points” 2018 წლის საინტერესო კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიებს, ესეებს, ამ სფეროების წარმომადგენლების პორტრეტებსა და ფოტოპროექტებს აერთიანებს, მათ შორის, ინტერვიუს მამუკა ხაზარაძესთან, სათაურით - „უფრო მეტი, ვიდრე ღრმაწყლოვანი პორტი“.

გამოცემის წარდგენაზე საუკუნის სახელების საპატიო პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კომპოზიტორი გია ყანჩელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და სხვები.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს