მიხეილ ბატიაშვილი - თითოეული სპორტსმენი გმირია, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა

11 თვის მონაცემებით, ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, პარალიმპიურ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, 827 მედალი მოიპოვეს, აქედან 300-ზე მეტი მედალი უმაღლესი სინჯისაა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 2018 წლის შეჯამებისას განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, ეს არის სამინისტროს, სპორტული ფედერაციებისა და სპორტსმენების ერთობლივი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგი.

„სპორტული წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე გვაქვს მართლაც ფანტასტიური შედეგები. 11 თვის მონაცემებით, ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, პარალიმპიურ ჩემპიონატებსა და ტურნირებზე, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, 827 მედალი მოიპოვეს, აქედან 300-ზე მეტი მედალი უმაღლესი სინჯისაა. ეს არის ჩვენი ბიჭებისა და გოგონების, საქართველოს გამარჯვება.

ამ შედეგს ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ეს არის სამინისტროს, სპორტული ფედერაციებისა და სპორტსმენების ერთობლივი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგი. ჩვენი გეგმაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისსა და რეგიონებში, სპორტის დაფინანსების გაზრდა, რაც საბოლოოდ პირდაპირ აისახება სპორტსმენთა წარმატებებზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, სპორტულ ექიმსა და ფედერაციის პრეზიდენტს იმ დაუღალავი შრომისთვის, რაც მათ ამ შედეგისთვის გაწიეს. თითოეული მათგანი გმირია, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება სწორედ მათი დამსახურებაა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს