დავით ბაქრაძე - ხმა მივეცი ცვლილებებს, რადგან ქვეყანას, ხალხს სჭირდება ცვლილებები

ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბარქაძემ #27-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მან მხარი დავუჭირა ქვეყნის წინსვლას და საზოგადოების უკეთეს მომავალს.

„ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს", - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა: „გაყალბების საუკეთესო წამალი გახლავთ ხალხის მოსვლა არჩევნებზე და მათი პოზიციის დაფიქსირება“.

„იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, ბევრი ადამიანი გააკეთებს არჩევანს თუ როგორი უნდა იყოს მათი, ჩვენი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: დავით ბაქრაძე - ხმა, პირველ რიგში, ცვლილებებს მივეცი

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა