თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ”ქართულ-ვაინახური კულტურულ-ისტორიული კავშირები” გაიმართება

თსუ-ში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია;- ”ქართულ-ვაინახური კულტურულ-ისტორიული კავშირები” გაიმართება.

;როგორც `ინტერპრესნიუსს~ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის ორგანიზატორები არიან `კავკასიის ფონდი~, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის `კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისია~, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრი და `ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება~.

;კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ის რექტორი გია ხუბუა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იულონ გაგოშიძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეიმურაზ იაკობაშვილი, `კავკასიის ფონდის~ პრეზიდენტი გივი ღამბაშიძე, საქართველოს პარლამენტის; წევრები: ნუგზარ წიკლაური და პაპუნა დავითაია. ასევე, მხატვარი, მწერალი ალა დუდაევა და ინგუში მწერალი ისა ქაძოევი.

;კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაცია. კრძოდ, მერაბ ჩუხუას `იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა~, ისა ქაძოევის `უფსკრულზე~ და `ღალღაი~ და ნანა ნოზაძის `ხურიტული ენის ლექსიკა~.

;

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია