დავით სერგეენკო -  ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას

მე დღეს ხმა მივეცი, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის გამთლიანებას და განვითარებას მისცა.

„მე დღეს ხმა მივეცი, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა არასოდეს დაბრუნდეს წარსულში, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გამთლიანდეს გაძლიერდეს და განვითარდეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა