ლევან დავითაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ერისა და საზოგადოების კონსოლიდაციის შესაძლებლობებს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მან ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა.

„მე გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნება. ხმა მივეცი ჩვენი ერისა და საზოგადოების კონსოლიდაციის შესაძლებლობებს და იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის წარსული იყო“,- ამის შესახებ მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საკუთარი არჩევანი გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს