ლინკოლნ მიტჩელი - აშკარაა, რომ სააკაშვილის გარემოცვის გარდა ის საქართველოში არაპოპულარული რჩება და ნებისმიერს, ვინც მასთან დაახლოებულია, არჩევნების მოგება გაუჭირდება

ამ არჩევნების შედეგი აშკარა დამარცხებაა სააკაშვილისთვის. ვაშაძესთან მისი დაკავშირება ზიანის მომტანი აღმოჩნდა და, შესაძლოა ვაშაძეს ეს დამარცხებად დაუჯდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ამერიკელმა მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა განუცხადა.

„ყველასათვის აშკარაა, რომ სააკაშვილის გარემოცვის გარდა ის საქართველოში არაპოპულარული რჩება და ნებისმიერს, ვინც მასთან დაახლოებულია, არჩევნების მოგება გაუჭირდება. სააკაშვილს მართლაც რომ ნდომებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან მოშორება, ის გაეცლებოდა ქართულ პოლიტიკას და საშუალებას მისცემდა „ქართული ოცნების“ ძლიერი ალტერნატივის შექმნას. რაც ჩვენ ვიხილეთ, იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს ეს არ შეუძლია“, - აღნიშნა მან.

ლინკოლნ მიტჩელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები საკაშვილის დამარცხება იყო, ის ამ არჩევნების შედეგს არ განიხილავს, როგორც ივანიშვილის გამარჯვებას.

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო თავისი ფართო რესურსების მობილიზება და საფინიშო ხაზზე ზურაბიშვილისთვის დახმარების გაწევა, თუმცა საქმე მეორე ტურამდე მივიდა. „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ეს რბოლა, თუმცა თუ ბრძენები არიან, მათ თავიანთი ძალისხმევა უნდა გააორმაგონ, რათა აღმოფხვრან კორუფცია, დააჩქარონ რეფორმები და უფრო აქტიურად მოახდინონ ქართველი ხალხისთვის თავიანთი მიღწევების კომუნიკაცია“, - დასძინა მან.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს