ბიულეტენების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი 40 44 %-მა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40 44 %-მა.

ამ ეტაპზე 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.

რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1 146 063 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 778 167.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი 59.56%, გრიგოლ ვაშაძე 40.44% - ცესკომ ხმათა 99.7% დათვალა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია