ცესკო - არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა - ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა

არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად, -ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ, ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხმების დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ თავისუფლად.

„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხმების დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ თავისუფლად. საუბნო - შემაჯამაბელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, შემაჯამებელ ოქმებს უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ სპეციალურ პროგრამაში და 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული ჰქონდა ცესკოს მიღებული ოქმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ, 23:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო - შემაჯამებელი ოქმები ოპერატიულად იტვირთებოდა ცესკოს ვებ-გვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს