დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და მასზე ოცნება

არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება, - ასე შეაფასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

მინისტრის თქმით, ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს.

„ყველანაირი ლოგიკით ადამიანური, პოლიტიკოსის პოზიციით, ოპოზიციის, ერის და ბერის, უბრალოდ არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება. საკმარისია, უკვე დასრულდა ეს დესტაბილიზაცია და ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ისინი გადადიან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე