„გილეადის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია ახალი თაობის მედიკამენტებს ქმნის, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვება

„გილეად საიენსის“ წარმომადგენლის გრეგ ალტონის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანია ქმნის ახალი თაობის მედიკამენტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება. ამის შესახებ გრეგ ალტონმა ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა.

„გილეად საიენსის“ წარმომადგენელი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დადებითად აფასებს.

„ფარმაცევტული კომპანია „გილეადი“ ქმნის ახალი თაობის უკეთეს მედიკამენტებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩვენს სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.

ოთხი წელია, რაც ეს პროგრამა დაიწყო და სახელმწიფო მის შესრულებას ძალიან დიდი თავდაჯერებით და შემართებით შეუდგა. პოლიტიკური მონდომება იყო ძალიან მაღალი და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, პროექტში უკეთესობა არის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა „გილეად საიენსის“ წარმომადგენელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა