სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კერძოდ, დავით სერგეენკოს თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება მუშაობა საკითხზე, ბავშვებზე გასაცემი 50-ლარიანი დახმარება სრულად მონეტარული იქნება თუ ვაუჩერულ ნაწილსაც მოიცავს.

„სოციალურად დაუცველი ბავშვების თანხა, რომელიც 10 ლარი იყო, გახდა 50 ლარი. რაც შეეხება ამ დახმარების სტრუქტურას, იქნება ეს სრულად მონეტარული თუ მეორე ნაწილი ვაუჩერული, ჩვენ წლის ბოლომდე ამ საბოლოო ვერსიის დამუშავებას დავასრულებთ და მომავალი წლის იანვრიდან ამუშავდება. ახლა გავდივართ ფაქტობრივად, ბოლო ტექნიკურ კონსულტაციებს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა