სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ველოდები

ეს არის დიდი გამარჯვება. არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე, რაღაც 70-80%-იანზე", - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაცა საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე - 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა ეს არის დემოკრატია, ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ მიუღია.

"სამწუხაროდ არა, ველოდები",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ელოდება -"სამწუხაროდ, ჯერ არ მიმიღია"

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა