ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება. წულაია პოლიციაში განცხადების დაწერას აპირებს. სალომე წულაის თქმით, მუქარის შემცველი წერილები მან სხვა პირებისგანაც მიღო. კომისიის თავმჯდომარე სხვა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

„სამმართველოში შესვლის და განცხადების დაწერის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. შეტყობინებები მომდის რომეო საჯაიასგან და სხვა პირებისგანაც. მემუქრებიან და მეუბნებიან, რომ მე არჩევნები გავაყალბე და ამის გამო უნდა დავისაჯო", - ამბობს წულაია.

სალომე წულაია დღეს პოლიციაში ასევე დაბარებულია სამაგიდო სიის დაკარგვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, 20-ე უბანში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა სამაგიდო სიის ერთი ფურცელი, რის გამოც ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს