ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს

სახალხო დამცველის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობა არის მომატებული, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

"მუდმივად ვამბობდით, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ იყო ჩატარებული სრულყოფილი კვლევა და არ იყო ზუსტი დიაგნოზი.სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ექსპერტიზა. მათ მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სამედიცინო კვლევების შედეგად მიღებული. დაიქირავეს ექსპერტი და გადასცეს ეს დოკუმენტაცია. აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულყოფილი. სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობაა მომატებული. გაიცა რეკომენდაცია, რომ დამატებით ჩატარდეს გამოკვლევები. ექსპერტის თქმით, ლიმფოციტების მატება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, რომელიც მერაბიშვილს ამ მომენტამდე აქვს. მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, დამატებითი გამოკვლევები ჩატარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს