ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ანდრო ასლანიშვილი წარუდგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ანდრო ასლანიშვილი წარუდგინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიით იურისტს, ანდრო ასლანიშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013-2015 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ხოლო 2015 წლიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„აღნიშნულ პერიოდში კოორდინაციას უწევდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას. 2018 წლის აპრილიდან აგვისტომდე ანდრო ასლანიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა და რთვლის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ 2018 წელს ჩატარდა თითქმის ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული და ორგანიზებული რთველი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი ხელმძღვანელის წარდგენასთან დაკავშირებული შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებმა მინისტრს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული პრობლემები გააცნეს. ინსტიტუციური გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა - ეს ის მნიშვნელი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა