„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური შეიქმნას

გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად წარადგენს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ახალი ინსტიტუტების ამოცანა იქნება საარჩევნო პერიოდში ისეთი ფაქტების გამოძიება, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად წარადგენს. მათი ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში და გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ნათელია, რომ დღევანდელი პროკურატურა და დღევანდელი აუდიტის სამსახური, რომელიც კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან, ამას ვერ აკეთებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივაა სპეციალური სტრუქტურების შექმნა საარჩევნო დამოუკიდებლობისთვის.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება სპეციალური საარჩევნო წინადადებების პაკეტი, რომლითაც დავარეგულირებთ ისეთ პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ამ არჩევნებზე. ეს იყო - ხმის მიცემის ფარულობა, ამომრჩეველზე ზეწოლა, მათ შორის კრიმინალური ელემენტების გამოყენებით და ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, - განაცხადა დავით ბარქაძემ.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად კი დავით ბაქრაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა და შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები. „ამ სისტემით არჩევნების ჩატარებამ შეიძლება მოგვცეს უკუეფექტი და მივიღოთ სურათი, როდესაც ხელისუფლება ყველა იმ სიმახინჯით, რაც არჩევნების მეორე ტურზე ვიხილეთ, კიდევ ერთხელ მოიგებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს