შსს თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დაკავების ოპერაცია თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო "ალიანსში" ჩატარდა. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხეტია დღეს, 15:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ისინი ჩხეტიას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

ლუკა ჩხეტია, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანადე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია