ქალბატონი არარჩეული პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების წინაშე საპრეზიდენტო ფიცს ვერ დადებს - ამ სიტყვის მთელი შინაარსით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ნიკა მაჭუტაძემ გააკეთა.
“თქვენ ამ ფიცს არ მიიღებთ, რადგან მათი სიტყვების არ გვეჯერა, არ გვჯერა მათი დამოკიდებულებების, არ გვჯერა მათი პატიოსნების ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ამიტომაც ქართველი ხალხი ამბობს - უარი ბოლშევიზმს! უარი ძალმომრეობას!“, - მიმართა აქციაზე შეკრებილებს ნიკა მაჭუტაძემ.