ქეთევან ციხელაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. იგი თბილისის დიდ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

„მინდა თითოეულ ებრაელ თანამოქალაქესა და ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მივულოცო. ეს ბრწყინვალე დღესასწაული მნიშვნელოვანი სიმბოლოა სიკეთის, სამართლიანობისა და ბოროტებაზე გამარჯვების. მინდა მათ, თითოეულ ოჯახს და მთელ ჩვენ სამშობლოს ვუსურვო ბოროტებასა და ყოველგვარ გამოწვევაზე გამარჯვება, მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი.

„ქართველებსა და ებრაელებს სრულიად უნიკალური, 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ეროვნულ დონეზე უკვე ვაღიარეთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ახლა იგი იუნესკოშია წარდგენილი. ეს ურთიერთობა, თავი ხასიათით, მართლაც არის უნიკალური, სამაგალითო და სიმბოლო იმისა, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს - მრავალეროვან, მრავალკულტურულ, მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილს თითოეული თანამოქალაქისათვის. ებრაელები ყოველთვის იყვნენ ჩვენი სახელმწიფოს გამორჩეულად ერთგული მოქალაქეები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკებერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი